ავსტრიაში სოციალურ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი PKK-ს წევრმა მოკლა

ავსტრიის ქალაქ დორნბირნში სოციალურ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრმა მოკლა

1141494
ავსტრიაში სოციალურ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი PKK-ს წევრმა მოკლა

ავსტრიის ქალაქ დორნბირნში სოციალურ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრმა მოკლა.

სახელმწიფო ტელევიზია ORF-ს თაოსნობით ყველა ადგილობრივი პრესის ორგანო წერს, რომ დორბირნში გუშინ წინ 34 წლის პიროვნებამ სოციალურ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი შელაპარაკების შემდეგ, 49 წლის მაღალჩინოსანი, ყელში დანით დაჭრა და მოკლა.

ინფორმაციის მიხედვით, პიროვნება, რომელსაც 2009 წელში ბევრ დანაშაულში მონაწილეობის გამო თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უთხრეს და ქვეყნიდან გააძევეს, წლის დასაწყისში ავსტრიაში არალეგალური გზებით შევიდა, განაცხადა რომ ტერორგანიზაცია  PKK-ს წევრია, „იბრძვის თურქეთის არმიის წინააღმდეგ“ და თავშესაფარი მოითხოვა.

აღნიშნული პიროვნება თავშესაფრის მოთხოვნის ავსტრიელი უფლებამოსილების მიერ მიღებისათვის ბიუროს ხელმძღვანელს შეეკამათა, მისი მოთხოვნის არ დაკმაყოფილები შემდეგ კი აღნიშნული პირი მოკლა და მიიმალა. უსაფრთხოების ძალებმა იგი მოგვიანებით დააკავეს.

პოლიციის მიერ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მკვლელი არ ნანობს და მკვლელობა გულგრილად ჩაიდინა.“

ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
 



მსგავსი ინფორმაციები