ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

1131193
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

მეტრო ტვ-ს ინფორმაციით, კუნძულის სამხრეთში მდებარე გოვას რეგიონში ძლიერი წვიმების გამო წარმოქმნილ წყალდიდობასა და მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონში სახლებში დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რეგიონის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაკასარში კი ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია.

ტროპიკული კლიმატის მქონე ინდონეზიაში გადაუღებელი წვიმების გამო წყალდიდობა და მეწყერი ხშირად ხდება.


საკვანძო სიტყვები: #ინდონეზია , #წყალდიდობა , #მეწყერი

მსგავსი ინფორმაციები