ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია განახორციელა

ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე ირანის რევოლუციური გვარდიის სპეციალური ძალების ობიექტებზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა

ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია განახორციელა

ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე ირანის რევოლუციური გვარდიის სპეციალური ძალების ფეილაკ ალ კუდუსის ობიექტებზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა.

არმიაში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის თავდაცვის არმია ამ საათიდან მოყოლებული სირიაში ფეილაკ ალ კუდუსის ობიექტებს ბომბავს.“

განცხადებაში სირიის რეჟიმი, ისრაელის ტერიტორიაზე ან ძალებზე თავდასხმის თაობაზე გააფრთხილეს.

ამავდროულად, სირიის საინფორმაციო სააგენტო სანა-ს მიერ ერთ-ერთ სამხედრო უფლებამოსილზე დაყრდნობით გარვცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ხმელეთიდან და ჰაერიდან მართვადი რაკეტებით სირიის ტერიტორიას თავს დაესხა, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თავდასხმა აღკვეთა და რაკეტების დიდი ნაწილი განადგურებული იქნა.

სანა-ს მიერ უფრო ადრე გავრცელებულ ინფორმაციში კი ნათქვამი იყო, რომ ისრაელმა აღნიშნული თავდასხმა ლიბანის ტერიტორიაზე, ალ ჯელილის და ტაბერიეს ტბაზე განახორციელა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ათობით რაკეტა გაანადგურა.

გავრცელა რაკეტების განადგურების ამსახველი ვიდეო კადრებიც.

ისრაელის არმიის განცხადებით, გუშინ საღამოს გოლანის მაღლობების ჩრდილოეთით რაკეტა იქნა ნასროლია და იგი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“-თ იქნა განადგურებული.

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმიამ ბოლო 36 საათში დამასკოში „ირანისა და ჰეზბოლას კუთვნილი“ პუნქტები, მათ შორის ირანის იარაღის საწყობები დაბომბა და ისრაელმა მსგავსი ოპერაციები ადრეც განახორციელა.


საკვანძო სიტყვები: ოპერაცია , ირანი , სირია , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები