სუდანში საპროტესტო აქციებს ისევ მსხვერპლი მოჰყვა

სუდანში საპროტესტო აქციებს ისევ მსხვერპლი მოჰყვა

სუდანში საპროტესტო აქციებს ისევ მსხვერპლი მოჰყვა

სუდანის ქალაქ,  ომდურმანში გამართული საპროტესტო აქციის დროს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. სუდანის საინფორმაციო სააგენტო, SUNA-ს მიერ პოლიციის სამმართველოს პრესსპიკერზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ  ომდურმანში გუშინ არასანქცირებული მიტინგის დროს პოლიციამ და სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა რა დროსაც ბოლო მომაცემებით სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა. აქციები სუდანში გასული წლის 19 დეკემბერს,  პურის გაძვირების გამო  დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები ასევე სუდანის პრეზიდენტ, ომარ ალ-ბაშირის გადადგომასაც ითხოვდნენ. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბრიდან დღემდე გამართული აქციების დროს მთლიანობაში 19 ადამიანი დაიღუპა, 406 კი დაშავდა, მაგრამ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება რა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უფრო მეტია.



მსგავსი ინფორმაციები