მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყში ჩავიდა

მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყში ჩავიდა

მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სირიიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული და მის შეცვლას არ აპირებს. მაიკ პომპეომ ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში მოულოდნელად ერაყში ჩავიდა. მან, ერბილში ამერიკის საკონსულოში პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც განაცხადა: „აშშ-ს პრეზიდენტის სირიიდან გასვლის გადაწყვეტილება ნათელია და მტკიცე.“ პომპეოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა: „თურქეთის და (სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს) ქურთების ურთიერთობა ამერიკული სამხედროების სირიდან გასვლის შემდეგ როგორ განვითარდება?“ ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ ორივე მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სანამ სირიიდან გავალთ, გვსურს, რომ დაეში-ს ტერორისტები მთლიანად იქნენ ლიკვიდირებულნი. რაც შეეხება ქურთების საკითხს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ YPG/PKK თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამას ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ და თურქეთის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად ანკარასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. რადიკალები და ტერორისტული დაჯგუფებები სადაც არ უნდა იყვნენ, ყველა ქვეყანას ვუჭერთ მხარს. ეს თურქეთის მსგავს ქვეყნებსაც  ეხება.“



მსგავსი ინფორმაციები