Huawei-ს უფროსი დააკავეს

Huawei-ს უფროსი დააკავეს

Huawei-ს უფროსი დააკავეს

ჩინეთის ტექნოლოგიური  კომპანია, Huawei-ის დამფუძვნებელი  რენ ჟენგფეის ქალიშვილი და კომპანიის უფროსი, ვანჯოუ მენი  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით კანადაში დააკავეს.  კანადის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ვანჯოუ მენი  1 დეკემბერს ქალაქ, ვანკუვერში დააკავეს. მათივე განცხადებით მისი დაკავება, ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ვანჯოუ მენის პირველი სასამართლო ხვალ გაიმართება.  შეგახსენებთ, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ,  ჩინეთის ტექნოლოგიური  კომპანია, Huawei-ის მიმართ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის საკითხზე გამოძიება, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო. ვანჯოუ მენის დაკავებამ აზიის საფონდო ბირჟებზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.



მსგავსი ინფორმაციები