New York Times: „ტრამპი საუდის არაბეთის ღირებულებებს იცავს“

New York Times: „ტრამპი საუდის არაბეთის ღირებულებებს იცავს“

New York Times: „ტრამპი საუდის არაბეთის ღირებულებებს იცავს“

ამერიკული გაზეთი New York Times-ი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო მკაცრად აკრიტიკებს. გაზეთი იუწყება, რომ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით,  ტრამპმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დასკვნა და ამერიკის ღირებულებები არაფრად ჩააგდო. გაზეთი აღნიშნულის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს: „ტრამპი საუდის არაბეთის ღირებულებებს იცავს“, რომელშიც ჟურნალის ხაშოგის მკვლელობაზეა ყურადღება გამახვილებული. „რეალურად თუ გაინტერესებთ, ტრამპი აცხადებს, რომ ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის რეჟიმის მხარეს დავდგებიო. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო საფრთხის წინაშეა. ტრამპი ამ გადაწყვეტილებით საუდის არაბეთში ან კიდევ სხვაგან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს რაც მართლაც და სახიფათო ქმედებაა,“ აღნიშნულია გაზეთ,  New York Times-ის მიერ ტრამპისადმი კრიტიკაში. გაზეთი ასევე ამტკიცებს, რომ ჯემალ ჯაშოგის მკვლელობა დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული და ამ საქმეში მონაწილე ყველა უნდა დაისაჯოს, ეს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი იქნება თუ სხვა. საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2 ოქტომბერს ოფიციალური პროცედურებისთვის საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.  საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კი შემდეგ აღიარა, რომ იგი მათ სასტიკი მეთოდით მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები