კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში მძვინვარე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

1088965
კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში მძვინვარე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა.

ბიუთის რეგიონის შერიფმა, კორი ჰონეამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის გავრცელების ტერიტორიაზე კიდევ 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამგვარად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, 631 ადამიანის შესახებ კი ინფორმაციას ვერ იღებენ.   

კალიფორნიის ჩრდილოეთში მძვინვარე ხანძრის შედეგად რომელიც დაახლოებით 570 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული, 11 ათასზე მეტი ნაგებობა დაიწვა.

უფლებამოსილთა განცხადებით, შტატის სამხრეთში კი ხანძრის გამო 3 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 450 სახლი დაიწვა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შაბათს კალიფორნიის შტატში ჩავა და ხანძრით დაზარალებულებს შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კალიფორნია , #ხანძარი

მსგავსი ინფორმაციები