აფეთქება სამგზავრო ავტობუსში

დაიღუპა 42, დაშავდა 20 კაცი

1089238
აფეთქება სამგზავრო ავტობუსში

 

სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ზიმბაბვეს ცენტრალურ რეგიონ მატაბელელანდში, სამგზავრო ავტობუსში წარმოქმნილი აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა.

თვითმხილველების აზრით, ერთ-ერთ მგზავრს, გაზი ან ბენზინი გადაჰქონდა და შეიძლება აფეთქება ამან გამოიწვია, რამაც ავტობუსი ცეცხლის ალში გაახვია.

აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა და ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა



მსგავსი ინფორმაციები