ჯასტინ ტრუდო ებრაელებს ბოდიშს უხდის

ჯასტინ ტრუდო ებრაელებს ბოდიშს უხდის

ჯასტინ ტრუდო ებრაელებს ბოდიშს უხდის

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 1939 წელს ნაცისტების ძალადობისგან,  MS St. Louis-ის სახელობის გემით კანადაში თავშესაფრის მიზნით ჩასული 907 ებრაელის, მთავრობის მხრიდან მიუღებლობის გამო,  ებრაელებს ბოდიში მოუხადა. ტრუდო პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  ამ საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ფაქტის გამო თავს უხერხულად გრძნობს. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ პერიოდის პარლამენტარები ანტისემიტიზმის დამალვის მიზნით მოიქცნენ ასე. შეგახსენებთ, რომ 1939 წელს MS St. Louis-ის სახელობის გემი, რომელსაც ნაცისტების ძალადობისგან გაქცეული ებრაელები გადაჰყავდა არა მხოლოდ კანადამ არამედ,  კუბამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც არ მიიღეს. მას შემდეგ იძულებით ევროპაში დაბრუნებულ გემზე მყოფი  250 ებრაელი მათ მიმართ განხორციელებული  გენოციდის დროს დაიღუპნენ.  



მსგავსი ინფორმაციები