აქტუალური თემის ანალიზი 43.2018

საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარება

აქტუალური თემის ანალიზი 43.2018

აქტუალური თემის ანალიზი 43/2018

საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარება

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

2 ოქტომბერს ქორწინების პროცედურებისთვის საუდის არაბეთის საკონსულოში შესული გაზეთ Washington Post-ის ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, აღარ დაბრუნდა, რის შესახებაც მისმა საცოლემ ჰათიჯე ჯენგიზმა თურქ უფლებამოსილებს აცნობა და ხაშოგის მოსაძებნად ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო.

ხაშოგის ფაქტზე თურქმა უფლებამოსილებმა დროდადრო ახალი მტკიცებულებები პრესას გაუზიარეს, რის შემდეგაც საუდის არაბეთი იძულებული გახდა ხაშოგის თაობაზე განცხადებები შეეცვალა. საუდის არაბეთის მხარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოდან გამოვიდა და იმის მომიზეზებით, რომ კამერის ჩანაწერები არ არსებობდა, ეს კადრები საზოგადოებას არ გააცნო. საუდის ხელისფლებამ სტამბოლში ჩამოსული 15 კაციანი მკვლელთა ჯგუფი ტურისტად წარმოაჩინა, თუმცა მოგვიანებით მკვლელობა აღიარა და ეს 15 პირი და საკონსულოს 3 თანამშრომელი ხაშოგის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის საუდის არაბეთის მეფე სალმანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საუდის მხარემ განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოში მომხდარი ჩხუბის დროს დაიღუპა, თუმცა თურქი უფლებამოსილების მიერ საზოგადოებისათვის წარდგენილმა ხაშოგის დუბლიორის კადრებმა და სხვა მტკიცებულებებმა აჩვენეს, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

საუდის არაბეთმა მკვლელობა თავდაპირველად უარყო. ჰათიჯე ჯენგიზის საკონსულოს წინ ლოდინმა და დაცვის მიერ გარკვეული დროის შემდეგ მის მიმართ გაკეთებულმა გაფრთხილებამ და შემდეგ კი ყველა სადაზვერვო სამუშაოს შედეგად მკვლელობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების აღმოჩენამ პროცესი სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა.  საუდის მხარე დიდი ხნის მანძილზე უარყოფდა, თუმცა თურქეთის პროცესის მართვის უნარის და ამის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობით გამოწვეული ზეწოლის გამო საუდის მხარემ პოზიციის შეცვლა დაიწყო. თავდაპირველად უარყოფილი ფაქტის ალტერნატიული სცენარებით შეცვლას შეეცადნენ. მაგრამ ამჟამად წამოყენებული ვერსიაც არ არის თურქეთისა და მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული.  პრეზიდენტ ერდოღანის მიერ სიტყვით გამოსვლის დროს მოცემულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მკვლელობა განზრახ მოხდა და წინასწარ იყო დაგეგმილი. თურქეთმა წარმოადგინა მტკიცებულებები სტამბოლში მდებარე საკონსულოს უფლებამოსილის წინასწარ რიადში ჩასვლისა და გეგმის შედგენის, 15 კაციანი ჯგუფის ჩამოსვლის, იალოვასა და ბელგრადის ტყეებში დაზვერვის სამუშაოების ჩატარების და სამედიცინო ექსპერტის ჩათვლით მთლიანად ჯგუფის ამ საქმეში ჩართვის შესახებ. თურქეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საუდის მხარის მტკიცებულებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

საუდის არაბეთზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად საუდის ხელისუფლება მანევრებს აკეთებს.  საუდის მხარისათვის მთავარია მუჰამედ ბინ სალმანის პროცესს და პასუხისმგებლობის გარეთ დატოვება. ეს თურქეთმაც დაინახა, რის გამო პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას მეფე სალმანი და მუჰამედ ბინ სალმანი ერთმანეთისგან გამოყო და მეფე სალმანს მუჰამედ ბინ სალმანის გარეშე გამოსასვლელი გზა გაუხსნა. ხაშოგის ფაქტამდეც, როგორც საუდის წყაროები იტყობინებიან, მუჰამედ ბინ სალმანისთვის ჯამალ ხაშოგი პირადი სამიზნედ იქცა. საუდის დაზვერვის შეფი ასირი ჯამალ ხაშოგთან შეხვედრაზე მის ქვეყანაში დაბრუნებაში დარწმუნებას შეეცადა.

თურქეთის მიერ პროცესის სტრატეგიული ფორმით მართვის შედეგად საუდის არაბეთზე საერთაშორისო ზეწოლა მოხდა. აშშ-ში თეთრი სახლი განსაკუთრებით მუჰამედ ბინ სალმანის ფაქტის გარეთ დატოვებას ცდილობს, ამერიკის სენატის პოზიციით და თურქეთის ხელთ არსებული ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მტკიცებულებებით მუჰამედ ბინ სალმანის გარეშემო წრე თანდათან ვიწროვდება. თურქეთის მიერ ხაშოგის საქმეში მეფე სალმანის სხვა მხარეზე დაყენების პოზიცია თეთრმა სახლმაც გაახმოვანა და მუჰამედ ბინ სალმანის წასვლის თაობაზე პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გახმოვანება, აჩვენებს რამდენად დაპატარავდა მუჰამედ ბინ სალმანისათვის წრე. ტრამპის განცხადებით, მას სწამს, რომ მეფე სალმანი უდანაშაულოა რაც შესაძლებელია ნიშნავდეს რომ იქ ამჟამინდელ ვითარებას პრინცი მართავს თუ ვინმე უნდა წავიდეს მაშინ ის უნდა წავიდეს...

მომდევნო პერიოდში თურქეთის ახალმა მტკიცებულებებმა და ხელთ არსებულმა მაგრამ ჯერ საზოგადოებისათვის არ გაცნობილმა მტკიცებულებებმა საზოგადოებისათვის გაცნობის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის პოზიცია.  საუდის სამეფო ოჯახში მამის, მეფე სალმანიდან და საზღვარგარეთიდან მიღებული მხარდაჭერით პოზიცია განმტკიცებულმა მუჰამედ ბინ სალმანმა შესაძლოა ეს მხარდაჭერა მალე დაკარგოს.



მსგავსი ინფორმაციები