საფრანგეთში ათასობით პენსიონერმა საპროტესტო აქციები გამართა

საფრანგეთში ათასობით პენსიონერმა 9 პროფკავშირისა და 6 ასოციაციის მოწოდებით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართა

1071897
საფრანგეთში ათასობით პენსიონერმა საპროტესტო აქციები გამართა

საფრანგეთში ათასობით პენსიონერმა 9 პროფკავშირისა და 6 ასოციაციის მოწოდებით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართა.

პენსიონერები, რომლებიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პერიოდში ამოქმედებულ სავალდებულო დაქვითვებს ეწინააღმდეგებიან და საპენსიო ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, წელს მეოთხედ გამართული ეროვნული აქციის დღეს ქუჩაში გამოვიდნენ.

დედაქალაქ პარიზში, ოპერის მოედანზე დაწყებული აქცია, რომელშიც ორგანიზატორების განცხადებით, 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.    

აქციაში მონაწილე პროფკავშირების წარმომადგენლებმა და პენსიონერებმა, პრეზიდენტ მაკრონის საარჩევნო დანაპირები და დასაქმებულების სადაზღვევო გადასახადის შესამსუბუქებლად „ზოგადი შესატანის“ სახელით 1 იანვრიდან ამოქმედებული დაქვითვები გააპროტესტეს.

აქციაში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მანამდე სამჯერ გამართულ აქციებსა და საპროტესტო გამოსვლებზე მთავრობასა და პრეზიდენტს ხმა ვერ მიაწვდინეს და მოითხოვეს დაქვითვების გაუქმება და საპენსიო ხელფასების გაუმჯობესება.

მგავსი საპროტესტო აქციები პარიზის გარდა ლიონში, მარსელში, ბორდოში და ბევრ სხვა ქალაქში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები