აშშ-მ შესაძლოა საუდის არაბეთზე იარაღის მიყიდვა შეაჩეროს

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში უკვე წარდგენილია

აშშ-მ შესაძლოა საუდის არაბეთზე იარაღის მიყიდვა შეაჩეროს

აშშ-ს  წარმომადგენელთა პალატაში,  საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის და დახმარების შეჩერების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს. წარმომადგენელთა პალატის, მასაჩუსეტსის შტატის დელეგატ,  ჯიმ მაკგოვერნის მიერ მომზადებული კანონპროექტი საუდის არაბეთზე ყოველგვარი იარაღის მიყიდვის და დახმარების შეჩერებას მოითხოვს. მაკგოვერნიმ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სანამ საუდის არაბეთისგან, არ იქნება დამტკიცებული The Washington Post-ის მიმომხილველ, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ანუ ამ საქმეში საუდის არაბეთის მთავრობას რაიმე სახლის გავლენა აქვს თუ არა? მანამდის ამ ქვეყნის მიმართ ყოველგვარი იარაღის მიყიდვა და დახმარება შეჩერებულ იქნას. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას ოფიციალურად წარვუდგინე.“  კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 6 დემოკრატი და 2 რესპუბლიკური დელეგატი  უჭერს მხარს. აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რესპუბლიკელების მხარდაჭერაა საჭირო, რადგან ისინი წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ.



მსგავსი ინფორმაციები