ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში 2017 წლის აპრილის თვეში მომხდარი ტერაქტების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

1069943
ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მეექვსედ კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ეგვიპტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალ-სისიმ 2017 წლის აპრილის თვეში შემოღებული საგანგებო  მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ეგვიპტის  ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში 2017 წლის აპრილის თვეში მომხდარი ტერაქტების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. აღნიშნული ტერაქტები ტერ-ორგანიზაცია,  DEAŞ-მა აიღო საკუთარ თავზე. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში პირველი სამ თვიანი  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები