2 ტერაქტი სომალიში

დაიღუპა 15 კაცი

1068234
2 ტერაქტი სომალიში

 

სომალის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბაიდაბოში ზედიზედ განხორციელებულ 2 ტერაქტს, პირველადი ცნობებით  15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა.

პირველი ტერაქტი ბომბით დატვირთული ავტომანქანით, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო ბილანზე განხორციელდა, მეორე კი ელ-ბედრის რესტორანზე.

ამ ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა სომალიში აქტიურად მოქმედმა ტერ ორგანიზაცია ეშ-შაბამა აიღო, რომელიც ხშირად ახორციელებს ასეთ თავდასხმებს სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებზე, უსაფრთხოების ძალებზე, სასტუმროებზე და კვების ობიექტებზე



მსგავსი ინფორმაციები