მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა

მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 7 მუშა დაიღუპა

მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა

მექსიკის შტატ ნუევო ლეონში მშენებარე სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 7 მუშა დაიღუპა, დაკარგულ 9 მუშას კი ეძებენ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მდივნის, გენარო გარსიას მიერ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ მონტერეიში მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად 7 მუშა დაღუპა, 15 კი დაშავდა.

მისივე თქმით, ნანგრევებში მოყოლილი 9 მუშის სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება და სამ სართულიანი ნაგებობის მშენებლობა ულიცენზიოდ მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება


საკვანძო სიტყვები: სავაჭრო ცენტრი , მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები