სასამართლომ მუჰამმედ მურსის შვილი გაათავისუფლა

სასამართლომ მურსი 280 დოლარიან გირაოთი გაათავისუფლა

სასამართლომ მუჰამმედ მურსის შვილი გაათავისუფლა

ეგვიპტის უმაღლესი სახელმწიფო უშიშროების პროკურატურის მიერ ხუნტის შედეგად თანამდებობას ჩამოცილებული ეგვიპტის დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტის მუჰამმედ მურსის შვილი, აბდულლაჰ მურსი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აბდულლაჰ მურსის ადვოკატის აბდულმუნიმ აბდულმაქსუდის განცხადებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 280 დოლარიან გირაოთი გაათავისუფლა. აბდულლაჰ მურსი გუშინ დილით ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს რა, ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო უშიშროების პროკურატურაში გადაიყვანეს.  ეგვიპტის ოფიციალური მთავრობის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ეგვიპტეში მუჰამმედ მურსის ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება. ეგვიპტეში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტის და შემდეგ ხუნტის შედეგად ჩამოგდებულ მუჰამმედ მურსის ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.



მსგავსი ინფორმაციები