ნავალნი ისევ დააპატიმრეს

ალექსი ნავალნი ციხიდან გამოსვლისთანავე დააპატიმრეს

ნავალნი ისევ დააპატიმრეს

რუსეთის წამყვანი ოპოზიციონერი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი, ალექსი ნავალნი, ციხიდან გამოსვლისთანავე დააპატიმრეს.

ნავალნის პოლიტიკური საქმიანობის მწარმოებელმა, ლეონიდ ვოლკოვმა, სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 30 დღიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ციხიდან გამოსული ნავალნი გამოსასვლელშივე დააკავეს.

ვოლკოვის თქმით, ნავალნი ერთ-ერთ მიტინგზე რამდენიმე პირის დაშავებისა და სხვისი ქონებისათვის ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს და მას შესაძლოა 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

ალექსეი ნავალნი გასულ თვეში საკუთარი სახლის წინ დააკავეს და დედაქალაქ მოსკოვში ტვერსკოის რეგიონის სასამართლომ 28 იანვარს აქციაში მონაწილეობის გამო 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნავალნიმ იანვარში, მთავრობის საპენსიო ასაკის გაზრდის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები: ალექსი ნავალნი , ოპოზიცია , რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები