ირლანდია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს

ირლანდია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს

ირლანდია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიმონ კოვენემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პალესტინა-ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეიმჩნევა, მათი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. მან ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით, დუბლინში მყოფ პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრ, რიად ელ-მალიქისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. სიმონ კოვენემ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირლანდია პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს, მაშინ ევროპის სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ მათ. ირლანდიელმა დიპლომატმა პრესკონფერენციის დროს ასევე დასძინა, რომ მათი ქვეყანა ზოგიერთი არაბული და ევროპის ქვეყნების პალესტინის წარმომადგენლებთან გასამართი შეხვედრის მასპინძლობისთვის ემზადებიან, რომელზეც რეგიონში სამშვიდობო პროცესებს განიხილავენ. მან, აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან პალესტინელების მიმართ გაწეული დახმარების შეწყვეტა „შეცდომა“-დ შეაფასა და დასძინა, რომ ირლანდია, რომელიც პალესტინელებს 4,5 მილიონი ევროთი ეხმარებოდა, ამ რიცხვს 7 მილიონ ევრომდე გაზრდიან.



მსგავსი ინფორმაციები