შეიარაღებული თავდასხმა ამერიკაში

ამერიკის მერილენდის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებული თავდასხმა ამერიკაში

ამერიკის მერილენდის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა.

ქალაქ აბერდენში თავდასხმა ბიზნეს ცენტრში მდებარე მედიკამენტებისა და ვიტამინების სადისტრიბუციო ცენტრის გარეთ მოხდა.

მერილენდის შტატის ჰერფორდის რეგიონის პოლიციის შეფმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „სპესიტიასა და პერიმენის გზებს შორის შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არის ბევრი მსხვერპლი.“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 26 წლის თავდამსხმელმა ქალმა, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, რეცეპტიანი მედიკამენტების დისტრიბუციის ცენტრში ცეცხლი გახსნა. პოლიციამ ქალი თავდამსხმელი გაანეიტრალა. მძიმედ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთ-ერთმა უფლებამოსილმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, Associated Press-სთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: შეიარაღებული თავდასხმა , აშშ

მსგავსი ინფორმაციები