მაკრონის განცხადებით, ევროკავშირი საფრთხეშია და მას ღრმა რეფორმები ესაჭიროება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი საფრთხეშია და მას ღრმა რეფორმები ესაჭიროება

მაკრონის განცხადებით, ევროკავშირი საფრთხეშია და მას ღრმა რეფორმები ესაჭიროება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი საფრთხეშია და მას ღრმა რეფორმები ესაჭიროება.

ემანუელ მაკრონმა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ჩატარებული ევროკავშირის ლიდერების არაოფიციალური სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ევროკავშირი, რომელიც ცვლილებებსა და განვითარებას არ განიცდის, საფრთხეშია და იგი ევროკავშირში ღრმა რეფორმების მომხრეა.

მაკრონმა დასძინა, რომ სამიტზე ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს და ინტერნეტში ტერორისტული შინაარსის ინფორმაციის აკრძალვა მნიშვნელოვანი მოვლენაა.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაც შეაფსა და აღნიშნა: „გადაწყვეტილების მიღების მომენტში ვართ. დღეს ინგლისის მიერ შემოთავაზებული წინადადებები მიუღებელია. ევროკავშირისა და კავშირის მთლიანობისათვის ზიანის მომტან შეთანხმებას არასოდეს დავთანხმდებით.“

მიგრანტების საკითხზე კი მაკრონმა დასძინა, რომ პრობლემა საერთაშორისო წესებისათვის პატივის არ მცემმა ქვეყნებმა წარმოქმნეს და ისინი, ვინც ევროკავშირის წესებს არ ემორჩილება, ევროკავშირის ფონდებით ვერ ისარგებლებს.



მსგავსი ინფორმაციები