პუტინ-ნეთანიაჰუს შორის კრიტიკული სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-ნეთანიაჰუს შორის კრიტიკული სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-ნეთანიაჰუს შორის კრიტიკული სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის კრიტიკული სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისრაელის პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეთანიაჰუმ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს სირიაში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების გამო, მისი და ებრაელი ხალხის სახელით მწუხარება გამოთქვა.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუმ 2015 წელს,  ისრაელ-რუსეთის ჯარებს  შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ამავე განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ისრაელი, მის ხელთ არსებულ ყველა დეტალის რუსეთზე გადაცემისთვის მზადაა. ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს, სირიაში  რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა  ბაშარ ასადის რეჟიმს დააკისრა.  ისრაელის პრემიერმინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს, სირიაში ირანის არსებობის აღკვეთის საკითხზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა. 17 სექტემბერს, ღამით ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ილ-20 რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის S-200-ის მიერ იქნა ჩამოგდებული. საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუმ გაკეთებულ განცხადებაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების და დაღუპული პერსონალის პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. პუტინმა კი აღნიშნა: „სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ტრაგიკული შემთხვევების მორიგი ჯაჭვია.“



მსგავსი ინფორმაციები