შეიარაღებულ თავდასხმას ნიგერიაში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებულ თავდასხმას ნიგერიაში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამფარას პროვინციის სოფელ ბადარავაში დაუდგენელმა პირებმა კინოში მიმავალ ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. იანვრიდან დღემდე პროვინციაში მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 400 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა.



მსგავსი ინფორმაციები