პატრუშევმა თავისი ებრაელი კოლეგა მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

პატრუშევმა თავისი ებრაელი კოლეგა მიიღო

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეს სამსახურის განცხადებით, ამ უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა, მოსკოვში სტუმრად მყოფი ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავჯდომარე მეირ ბენ-შაბათი მიიღო და ძირითადი ყურადღება სირიის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში  სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერების მონაწილეობით თეირანში 7 სექტემბერს ჩატარებულ სამიტს და სხვა აქტუალურ რეგიონალურ თუ საერთაშორისო საკითხებს დაუთმეს.

"ნიკოლაი პატრუშევმა და მეირ ბენ-შაბათმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ასევე ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებს და გაცვალეს ურთიერთ აზრები რუსულ-ისრაელის შესაძლო თანამშრომლობის საკითხებს უსაფრთხოების სფეროშიც", აღნიშნულია  რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები