ჰეიკო მაასი თურქეთს მადლობას უხდის

ჰეიკო მაასი თურქეთს მადლობას უხდის

ჰეიკო მაასი თურქეთს მადლობას უხდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ირანის დედაქალაქ თეირანში 7 სექტემბერს გამართულ სამთა სამიტზე თურქეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პოზიციის  გამო,  ანკარას მადლობას უხდის. მან ამის შესახებ ბერლინში,   წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ,   პეტერ მაუერთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მაასმა პრესკონფერენციის დროს იდლიბის საკითხს შეეხო რა დროსაც ირანში გამართული სამიტი გაიხსენა და ამ სამიტზე თურქეთის პოზიციის მნიშვნელობაზე გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამისათვის ანკარის მთავრობისგან ძალიან მადლიერები არიან. გერმანელმა დიპლომატმა ორი დღის წინ თავის თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან   გამართული სატელეფონო საუბარიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს,  ბერლინს თავისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი ეწვევა, რომელთან შეხვედრაზეც სირიის საკითხებს განიხილავენ. მეორეს მხრივ ჰეიკო მაასმა ისიც აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა წითელი ჯვრის ორგანიზაციას 150 მილიონ ევროს გამოუყოფს.



მსგავსი ინფორმაციები