რუსების გენეტიკური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო იქნება

რუსების გენეტიკური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო იქნება

რუსების გენეტიკური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო იქნება

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სააგენტოს (Rospotrebnadzor) უფროსმა, ანნა  პოპოვამ განაცხადა, რომ რუსების გენეტიკური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო იქნება.  სააგენტო „სპუტნიკი“-ს ინფორმაციით, პოპოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული  კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ, შესაბამის უწყებებში კონსულტაციები უკვე გაიარეს და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენენ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ, გასული წლის ოქტომბრის თვეში რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურად სხვა ერების წარმომადგენლების შესახებ ბიოლოგიური ინფორმაციის მოკვლევის შესახებ ბრძანების გაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანცს კლინცევსკიმ გამოხატა მოსაზრება, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები რუსების ბიოლოგიური მასალები შეგროვდა იმ მიზნით ხდება,  რათა დასავლეთის  ძალებმა ეფექტური ბიოლოგიური იარაღის წარმოება ვერ შეძლონ.



მსგავსი ინფორმაციები