გერმანია რუსეთს მოუწოდებს

ხვალ ლავროვი ბერლინს ეწვევა

1048877
გერმანია რუსეთს მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს მოუწოდა, რომ რუსეთმა  იდლიბის ჩათვლით მთელს სირიაში ახალი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად მათზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ. მაასმა ამის შესახებ, გერმანიის პარლამენტში  ( ბუნდესტაგი) საბიუჯეტო მოლაპარაკებების კონტექსტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაასმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა სირიის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით თვეებია, აშშ-სთან, ინგლისთან, საფრანგეთთან, საუდის არაბეთთან, თურქეთთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რა, ხვალ ბერლინს თავისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი ეწვევა და ამ საკითხებს პირისპირ შეხვედრის დროსაც განიხილავენ. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს სირიის იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით ჩვენი მათდამი მოლოდინის შესახებ უნდა ვაუწყო,“ განაცხადა მაასმა. გერმანელ დიპლომატმა, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ იმ შემთხვევაში თუ, ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს და აშშ, ინგლის და საფრანგეთის კოალიცია ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ, გერმანია ჩაერთვება თუ არა ამ ოპერაციაში.  მან ამ საკითხს ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა გერმანიის მთავრობა ამ საკითხს დეტალურად განიხილავს“.  



მსგავსი ინფორმაციები