ნიგერია წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 19 კაცი

ნიგერია წყალდიდობას ებრძვის

 

ნიგერიის გადაუდებელი დახმარებისa და რეაბილიტაციის სააგენტოს (SERERA) პრეს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ქვეყნის კანოს პროვინციის რიმინგადოს, გაბასავას და გეტსოს დასახლებებში ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა და მის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ 19 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით  დაშავდა, 70-მდე სახლი ჩამოინგრა, ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული წყლის ქვეშ დარჩა.

ამავე ცნობით, რეგიონს სასწრაფო დახმარების მრავალრიცხოვანი ეკიპაჟებია მივლენილი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ რეგიონში წყალდიდობას და მეწყერს სულ ცოტა 70 ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი ინფორმაციები