აშშ-ი აღარ ენდობა პგო-ს

1 თვეში უნდა დაიხუროს პგო-ის ვაშინგტონის ოფისი

აშშ-ი აღარ ენდობა პგო-ს

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი განცხადებით, ეს ქვეყანა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ვაშინგტონში არსებული ოფისის დახურვის შესახებ გამოტანილ დადგენილებას ცხოვრებაში ატარებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა ჰეტერ ნაურეტმა განაცხადა, რომ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ოფისი ამერიკის დედაქალაქში 2017 წლის ნოემბერში იმ მიზნით გაიხსნა, რომ ხელი შეეწყო ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისათვის, მაგრამ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ პირდაპირი მცდელობა არ გამოიჩინა ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებისა თუ  რაიმე შეთანხმების მიღწევის საკითხში, პირიქით, მათ დაგმეს კიდეც აშშ-ს სამშვიდობო გეგმა, რომელიც არასდროს არ უნახავთ და არც გასცნობიან.

“ამიტომაც, აშშ-ს ხელისუფლებამ ხსენებული ორგანიზაციის ვაშინგტონში მოქმედი ოფისის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ამან რაიმე ზიანი არ უნდა მიაყენოს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ ნაბიჯებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ძალისხმევას ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად", აღნიშნა ნაურეტმა.

ახლა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე პგო-ის ოფის 1 თვის განმავლობაში უნდა დაიხუროს



მსგავსი ინფორმაციები