ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში

მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა მათ შორის ერთი ბავშვი

ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში

სამხრეთ სუდანის ქალაქ, იროლში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. იროლის საინფორმაციო მინისტრის,  ტაბან აბელ აგუეკის განცხადებით თვითმფრინავი, რომელსაც 22 მგზავრი გადაჰყავდა, აეროპორტში დაშვების დროს მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი გადარჩა, მათ შორის ერთი,  ექვსი წლის ბავშვია. ჯუბას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს მგზავრები ქალაქ იროლში გადაჰყავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.



მსგავსი ინფორმაციები