არეულობა საბერძნეთში

არეულობა საბერძნეთში

არეულობა საბერძნეთში

საბერძნეთის ქალაქ,  სალონიკში  პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. სალონიკში აქცია საბერძნეთის მთავრობასა და მაკედონიას შორის „სახელწოდებასთან“ დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა. საბერძნეთის დროშებით გამოსული აქციის მონაწილეები „მაკედონია, საბერძნეთია“ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. აქცია, რადიკალური მემარჯვენეების და ზოგიერთი რელიგიური პირების მხრიდან განხორციელდა, რომლებმაც პოლიციელებს ქვები და მაშხალები დაუშინეს, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და სხვა საშუალებები გამოიყენეს. მეორეს მხრივ,  გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე მემარცხენეების აქციაც გაიმართა, რომლებმაც მთავრობის ქამრის შემოჭერის პოლიტიკა გააპროტესტეს. ისინი სალონიკში მიმდინარე გამოფენის საპატიო სტუმრად მიწვეულ ამერიკის წარმომადგენლების  და თვით,  აშშ-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. გუშინდელი აქციები მაშინ დაიწო, როდესაც გამოფენის გახსნაზე ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი გამოდიოდა. აქციები 3 საათს გაგრძელდა. საბერძნეთის და მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას 17 ივნისს მიაღწიეს რა, ამის შემდეგ მაკედონიას,  „ჩრდილოეთ მაკედონია“ უნდა ეწოდოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთში რეფერენდუმი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ჩატარდება. აშშ და ევროკავშირი რეგიონში განსაკუთრებით,  რუსეთის აქტიურობის გაძლიერების შესამცირებლად ამ საკითხს მხარს უჭერს.  მაკედონიამ, დამოუკიდებლობა 1991 წელს მიიღო,  მაგრამ, სამხრეთ მეზობელ,  საბერძნეთთან არსებული სახელწოდების კრიზისის გამო როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს წევრი ქვეყანა ვერ ხდება.



მსგავსი ინფორმაციები