ინდონეზიაში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადაიჩეხა

დაიღუპა 21 ადამიანი

ინდონეზიაში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადაიჩეხა

 

ინდონეზიაში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადაჩეხვის შედეგად  21 ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, დასავლეთ ჯავის რეგიონში მდებარე ბოგორას დასახლებაში ტურისტებით სავსე ავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა და 21 მგზავრი დაიღუპა, 9 სერიოზულად დაშავდა.

ინდონეზიაში საგზაო უსაფრთხოება არ არის მაღალ დონეზე განვითარებული, ინფრასტრუქტურაშიც დიდი ნაკლებობაა და ამიტომ საგზაო შემთხვევები ხშირია.

მიმდინარე წლის თებერვალში, დასავლეთ ჯავას პროვინციაში მდებარე სუბანგის დასახლებაში მომხდარ საგზაო შემთხვევას 27, ხოლო აპრილში პუნჩაკის დასახლებაში მომხდარ ავტოავარიას 15 ადამიანი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები