ღაზელების დემონსტრაციები ისრაელის საზღვართან გრძელდება

ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 1 ახალგაზრდა მოკლეს

israil filistinliler saldiri.jpg

 

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა, ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რეფაჰის ისრაელთან საზღვარზე მიმდინარე მშვიდობიანი გამოსვლების დროს, ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს და კიდევ ერთი პალესტინელი ახალგაზრდა, 17 წლის ბილალ მუსტაფა ჰაფაჯა მოკლეს, ხოლო 100-მდე დაჭრეს და მათ შორის 12 ბავშვია.

ასეთი დემონსტრაციები მიმდინარე წლის 30 მარტის აქეთ გრძელდება და დღემდე ისრაელის ჯარისკაცებმა 170-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს, 18 ათასამდე დაჭრეს.

ღაზადან მიღებული მეორე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რეფაში, ჰამასის კუთვნილ ობიექტს 2 რაკეტა ესროლეს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მისი შედეგების შესახებ ჯერჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია



მსგავსი ინფორმაციები