ინდონეზიას მიწისძვრები არყევენ

ბოლო მიწისძვრის სიძლიერე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა

1035319
ინდონეზიას მიწისძვრები არყევენ

 

ინდონეზიიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის კუთვნილ კუნძულ ლომბოკის მახლობლად, რიხტერის შკალით 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) გამოაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის ლომბოკის კუნძულთან ახლოს, ბელანტინგიდან დაახლოებით 4 მილის სამხრეთით, 20 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციებით ამ მიწისძვრას რაიმე მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

ამ რეგიონში გუშინ დილით, რიხტერის შკალით 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო ორი კვირის წინ თვით ამ კუნძულზე მომხდარი 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 460-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები