საფრანგეთში ავტომანქანიანი თავდასხმა განხორციელდა მეჩეთზე

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

საფრანგეთში ავტომანქანიანი თავდასხმა განხორციელდა მეჩეთზე

 

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ლილის მახლობლად, მუსლიმანები ძლივს გადაურჩნენ ხოცვა-ჟლეტას.

მიღებული ცნობებით, გუშინ, საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმანებზე ავტომანქანის დაჯახება სცადა  თავდამსხმელმა და შეანგრია მეჩეთის კარები რა, შიგნით შევარდა, რომელიც უკვე დაცარიელებული იყო, ამიტომაც ამ თავდასხმას მსხვერპლი ან დაზიანებები არ მოჰყოლია, მაგრამ, სამაგიეროდ მეჩეთს დიდი მატერიალური ზიანი მიეყენა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს თავდასხმა 10 წუთით ადრე რომ მომხდარიყო, დიდი ხოცვა-ჟლეტა დატრიალდებოდა.

ინციდენტის შემდეგ, თავდამსხმელ მძღოლს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის არის.



მსგავსი ინფორმაციები