გენუაში ხიდი ჩამოინგრა

დაიღუპა 22 კაცი

გენუაში ხიდი ჩამოინგრა

 

იტალიის ქალაქ გენუაში, A10 საავტომობილო გზაზე მდებარე მორანდის ხიდის ჩამონგრევის შედეგად, წინასწარი ცნობებით, მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი.

ეს ხიდი დასახლებული პუნქტის 60 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და ამიტომ იგი საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

ხიდის ჩამონგრევისას მასზე 20-მდე ავტომანქანა გადიოდა და ისინიც უფსკრულში ჩაიჩეხნენ. სამაშველო ჯგუფების ვარაუდით ნანგრევებ ქვეშ შეიძლება ათობით ადამიანი იყოს, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე და სამაშველო ეკიპაჟის წევრი, რომლებმაც უკვე რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს და ისინი საავადმყოფოებში გადააგზავნეს.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელმა სოციალურ მედიაში დაწერა: "შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს გენუაში მომხდარს, ეს არის საშინელი ტრაგედია" და შემთხვევის ადგილს ჩავიდა.

ეს ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული და 2016 წელს მას რემონტი ჩაუტარდა.



მსგავსი ინფორმაციები