ნიუ-იორკში საავადმყოფოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

საავადმყოფოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად თავდამსხმელი და კიდევ ერთი პიროვნება დაიღუპა

ნიუ-იორკში საავადმყოფოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად თავდამსხმელი და კიდევ ერთი პიროვნება დაიღუპა.

ნიუ-იორკის უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილთა განცხადებით, ვესტჩესტერის საავადმყოფოს მეოთხე სართულზე დილის საათებში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაახლოებით 70 წლის თავდამსხმელი მამაკაცი და ამავე ასაკის ქალი დაიღუპნენ.  

ამერიკული პრესის ცნობით „თავდამსხმელი და დაღუპული ქალი დაქორწინებულები იყვნენ.“

თავდამსხმელი და დაღუპულის ვინაობის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

მომხდარის შემდეგ დაწყებული გამოძიების გამო საავადმყოფოში შესვლა აიკრძალა.



მსგავსი ინფორმაციები