გლობალური პერსპექტივა 32.

ევანგელიზმი: ღმერთის განკითხვის დღისკენ, კაცობრიობის კატასტროფისკენ ძალით წაყვანა

გლობალური პერსპექტივა 32.

გლობალური პერსპექტივა 32.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ევანგელიზმი: ღმერთის განკითხვის დღისკენ, კაცობრიობის კატასტროფისკენ ძალით წაყვანა

ბოლო პერიოდში თურქეთის პოლიტიკასა და FETÖ-ს მიერ დატოვებული მომაკვდინებელი მემკვიდრეობის გამო ინტენსიურად მიდის დებატები რელიგიისა და სახელმწიფოს კავშირებზე. ხშირად ვფიქრობთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არსებული ფაქტები, მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ამაზე ხმამაღლა ვყვირით. ამერიკელი პასტორის ბრანსონის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესების გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.     

ამთემასთანდაკავშირებით  ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისდეკანის, პროფესორქუდრეთბულბულისშეფასებასგთავაზობთ... 

თურქეთის საზოგადოებამ, 15 ივლისის შემდეგ მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებამდე ათეულობით წლის მანძილზე თურქეთში მისიონერული საქმიანობის მწარმოებელი ბრანსონის არსებობაც კი არ იცოდა. PKK-სა და FETÖ-ს მხარდაჭერაში ბრალდებული პასტორის ბრანსონის დაპატიმრების გამო აშშ-ს მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესების გადაწყვტილებამ დაგვაფიქრა აშშ-ში არსებულ რელიგიისა და სახელწმიფოს ურთიერთობებზე.  

ქვეყანაში სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობების ჰარმონიულობა არსებითად გასაკრიტიკებელი ვითარება არ არის. პირიქით ეს რელიგიის თავისუფლების კუთხით შესაძლოა უაღრესად პოზიტიური იყოს. რადგანაც ევროპაში გილიოტინას, რელიგიური ფანატიზმს გაქცეულების მიერ დაარსებული აშშ ახლო წარსულამდე მიიჩნეოდა ქვეყანად, სადაც რელიგიური თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი იყო.

რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ჰარმონიულობაზე უფრო მეტი რელიგიური სახელმწიფოს არსებობა შესაძლოა არ იყოს მარტო გასაკრიტიკებელი ვითარება. რელიგიური სახელმწიფო სადაც განსხვავებულის მიმართ ტოლერანტული მიდგომაა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს. უფრო მეტიც ამ ვითარებამ ქვეყანაში იმპერიალისტურ ზრახვებს შესაძლოა ხელი შეუშალოს. ამის კონკრეტული მაგალითი ოსმალეთის სახელმწიფოა სადაც რელიგია გავლენიანი იყო.     

საჭიროა წინააღმდეგობა რელიგიების სახელმწიფოებს კი არა სახელმწიფოს მიერ რელიგიის საკუთარი იმპერიალისტური ინტერესებისთვის გამოყენებას შეშალოს. რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ყველაზე მცდარი ფორმის მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ რელიგიური სახელმწიფო ისრაელი ან სახელმწიფო რელიგია სიონიზმი.  

ისევ აშშ-ს რომ დავუბრუნდეთ, ევანგელისტი ბრანსონისა და თურქეთისათვის სანქციების დასაწესებლად მთელი ძალისხმევით მომუშავე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ამბობენ, რომ ამავე რელიგიური ჯგუფის წევრია. ცნობილია რომ ამერიკის საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბიუროკრატებს შორის ევანგელისტები საკმაოდ გავლენიანი არიან, აშშ-ში 90 მილიონია ევანგელისტია და წინა პრეზიდენტებიდან რეიგანი და მისი ვაჟი ევანგელისტები არიან. ამის გამო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრანსონის საკითხი არა თურქეთთან, არამედ აშშ-თან და ევანგელიზმთანაა კავშირში.

რა არის ევანგელიზმი?

უნდა აღვნიშნოთ, რომ ევანგელიზმი პროტესტანტიზმში შეიქმნა. ევანგელიზმის მიხედვით, მსოფლიოს აღსასრულის ჟამს ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში იქნება გაბატონებული და ამის შემდეგ მოხდება წარღვნა. მაგრამ ეს ბუნებრივი დინებით შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ევანგელისტებს სწამთ, რომ ეს პროცესი უდნა დაჩქარდეს. მათი სხვა ქრისტიანებისგან ყველაზე მეტად განმასხვავებელია მათი რწმენა, რომლის მიხედვითაც, აღიარებენ ებრაელებისთვის აღთქმულ ტერიტორიებს და ამ მიწების მოსაპოვებლად ქრისტიანების მიერ მათთვის აუცილებლად დახმარების გაწევის საჭიროებას. 

როგორც მიმდინარე კვირაში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის რადიო თურქეთის ხმის ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა დოცენტმა ოზჯან გუნგორმა განაცხადა, იმისათვის რომ ევანგელიზმი მთელს მსოფლიოში გაბატონდეს, პროცესი შვიდი ეტაპით უნდა დაჩქარდეს.

პირველ ეტაპზე ებრაელები პალესტინის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. ეს ეტაპი დიდწილად შესრულებულია.

მეორე ეტაპზე უნდა შეიქმნას დიდი ისრაელი, რომელიც თურქეთის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს.

მესამე ეტაპი ბიბლიის გზავნილის მთელი მსოფლიოსათვის მიწოდებაა. პასტორი ბრანსონი ალბათ ათ წელზე მეტია ამ მიზნით იმყოფება თურქეთში. მაგრამ არა მხოლოდ თურქეთში, მუსლიმური ქვეყნების თაოსნობით მრავალ ქვეყანაში ევანგელისტი მისიონერები ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ და განსაკუთრებით აფრიკაში მილიონობით ადამიანი გააქრისტიანეს.  

მეოთხე ეტაპი 7 წლიანი კატასტროფის პერიოდი იქნება.

მეხუტე ეტაპია, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა.

მეექვსე ეტაპზე ევანგელისტების ლიდერობით არმაგედონის ომის მოხდება, დედამიწაზე კეთილები და ბოროტები მსოფლიო ომში ჩართვებიან და „კეთილები“ გაიმარჯვებენ. თუმცა იმის გამო, რომ ამ ომის შემდეგ ევანგელიზმი გაბატონდება, ამ ომის რაც შეიძლება მალე დასაწყებად ისრაელი უნდა გაიზარდოს. 

მეშვიდე ეტაპზე კი მთელს მსოფლიოში ქრისტიანობა გაბატონდება და წარღვნა დაიწყება.

როგორც ხედავთ ევანგელიზმი მეექვსე ეტაპამდე სიონიზმის მიზნებს სრულიად ემთხვევა. ამის გამო ევანგელისტებს „ქრისტიან სიონისტებს“ უწოდებენ.

მე-19 საუკუნეში იუდაიზმიც ისლამისა და ქრისტიანობის მსგავსად ერთ-ერთი ტრადიციული ღვთაებრივი რელიგია იყო. თეოდორ ჰერცლის თაოსნობით სიონისტმა ებრაელებმა ჰერ იუდაიზმი გარდაქმნეს. დღეს ბევრი ებრაელი ეწინააღმდეგება სიონისტურ იუდაიზმს.  

ცნობილია, რომ თურქეთში და ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ახლო პერიოდში ადგილი ჰქონდა სიონიზმთან ჰარმონიული ისლამის შექმნის მცდელობებს. „რელიგიებს შორის დიალოგის“ მსგავსი მცნებები ამ მცდელობებზე მიუთითებს. ესენიც ევანგელისტების მსგავსად აცხადებენ, რომ ისრაელი ებრაელთა აღთქმული ქვეყანაა.

ქრისტიანობიდან სიონიზმთან ჰარმონიულობაში მყოფი რწმენის თავისთავად განვითარების მიჩნევა, რელიგიური განსხვავებულობებისა და ისტორიული კონფლიქტების გამო შეუძლებელი ჩანს. არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ეს სიონისტური მცდელობაა. ქრისტიანული სიონიზმის (ევანგელიზმის) მოწინააღმდეგე ბევრი ქრისტიანია. ცნობილია რომის პაპის იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების წინააღმდეგ პოზიცია. ასევე მართლმადიდებლებიც ევანგელისტების მსგავსად არ ფიქრობენ და ზოგჯერ ისრაელის ჩაგვრის წინააღმდეგ მუსლიმებსაც მხარს უჭერენ. 

კაცობრიობა კატასტროფისკენ მიდის. საჭიროა წინ აღუდგნენ სიონიზმთან დაკავშირებულ ყველა სახის მცდელობას, რომლებიც რელიგიების გენეტიკასთან თამაშით მთელს კაცობრიობას კატასტროფისკენ წაიყვანს. ეს კი მხოლოდ ყველა გენეტიკურად შეუცვლელი ებრაელის, ქრისტიანის, მუსლიმის და დედამიწაზე მშვიდობის მოსურნე ადამიანის თანამშრომლობითაა შესაძლებელი.  

 


საკვანძო სიტყვები: გლობალური პერსპექტივა

მსგავსი ინფორმაციები