აქტუალური თემის ანალიზი 31

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ჰელსინკში

აქტუალური თემის ანალიზი 31

 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკში მრავალი ასპექტით მეტად მნიშვნელოვანი იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული იყო. პუტინისა და ტრამპის დისკუსიის ძირითადი თემა იყო ბირთვული იარაღი, რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში, ენერგეტიკული პოლიტიკა, სირია, ჩინეთი და ა.შ. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:    

ფინეთი, მოლაპარაკებებისთვის ნეიტრალურ რეგიონად აირჩიეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის უმაღლეს პიკს მიღწეულ პერიოდში და ორი ქვეყნის  პრეზიდენტებმა, ტრამპმა და პუტინმა ფინეთში გამართეს მოლაპარაკებები, რითაც გააგრძელეს ტრადიცია. ფინეთის სტუმართმოყვარეობით ჩატარებული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

შეხვედრას ფართოდ და დეტალურად აშუქებდა მსოფლიო პრესა და ამ მიზნით ასობით ჟურნალისტი ესწრებოდა მოლაპარაკებას. მის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერებმა პრეს-რელიზი ჩაატარეს. ტრამპის განცხადებები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული აშშ-ს პრესისა და წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ. აშშ-ს პრეზიდენტისადმი დასმულ კითხვაზე, რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე, ტრამპმა ისეთი პასუხი გასცა, რომ თითქოსდა ამ საკითხში იგი რუსეთის ორგანოებს უფრო ენდობა, ვიდრე ამერიკულს, რამაც  დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მართალია ამერიკული საზოგადოების აზრმა დაჩრდილა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკითხები იქნა განხილული. შეიძლება ითქვას, რომ ლიდერებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩინეთთან ურთიერთობები იყო.  როგორც ცნობილია, აშშ-ს გადაწყვეტილებამ ჩინეთის საქონელზე დამატებითი საბაჟო გადასახადების დაწესების თაობაზე, მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის.

ექსპერტების აზრით, ჰელსინკში, აშშ-სა და რუსეთს შორის ჩინეთის წინააღმდეგ შესაძლო პარტნიორობის საკითხში პირველი ორმხრივი პულსის კვლევა ჩატარდა. თუმცა, ჯერჯერობით, რუსეთი და აშშ შორს არიან ჩინეთის წინააღმდეგ ალიანსის ჩამოყალიბებისაგან და რომ ასეთი ალიანსის ჩამოყალიბების პერსპექტივაც არ ჩანს ჰორიზონტზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჰელსინკის შეხვედრისა სირია იყო. ტრამპმა და პუტინმა მის ფარგლებში სამხრეთ სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ისაუბრეს ირანის სამხრეთ სირიაში ყოფნის ჩარჩოებში ისრაელის უსაფრთხოებაზე. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ისრაელსა და სირიის რეჟიმს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია მათ შორის 1974 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე.  აშშ-ს პრეზიდენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს ირანის ყოფნას სირიაში, თუმცა, არაფერი უთქვია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს სირიაში ირანის ყოფნის წინააღმდეგ.

ტრამპისა და პუტინის პირველი პირისპირი შეხვედრა ჰელსინკში, ნატოს ბრიუსელის სამიტის კვალდაკვალ შესდგა. მასზე სიტყვით გამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა, რუსეთის ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის გამო გერმანია, ენერგეტიკულ პოლიტიკაში მოსკოვისადმი დამოკიდებულებაში გააკრიტიკა, თუმცა, ჰელსინკის პრეს კონფერენციაზე ამ კრიტიკის ავტორად გერმანია დაასახელა. ამავე ჰელსინკში, რუსეთის პრეზიდენტმა განაახლა თავისი წინადადება, რომ ბუნებრივი გაზის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ამერიკასთან ერთად განსაზღვრონ. როგორც ცნობილია, რუსეთის ეკონომიკა პირდაპირ გაზის ექსპორტზეა დამოკიდებული, ამიტომაც, საერთაშორისო ბაზარზე დაწესებული ენერგეტიკული ფასები, პირდაპირ გავლენას ახდენენ მის ეკონომიკაზე.

ჰელსინკის შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბირთვული იარაღი. ცნობილია, რომ აშშ-ი და რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90%-ს ფლობენ. ორ ლიდერს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს, გადაწყდა, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღის შემცირების მიზნით, აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმება კვლავაც განაგრძონ.

მართალია ჰელსინკის შეხვედრამ ვერ გადაჭრა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის გამომწვევი მრავალი საკითხი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის ლიდერების მიუკერძოებელ ტერიტორიაზე შეხვედრამ და მრავალ საკითხში აზრების და იდეების გაცვლამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თუნდაც ოდნავ გაუმჯობესების საფუძველი შექმნა, წერს  თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები