გლობალური პერსპექტივა 31

სამი სახის პოზიცია დასავლეთის მიმართ

KÜRESEL PERSPEKTİF 31 (2).jpg

გლობალური პერსპექტივა 31.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

სამი სახის პოზიცია დასავლეთის მიმართ

ბოლო 200 წელს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ოსმალეთის ბოლო პერიოდის, რესპუბლიკის პერიოდის და თანამედროვე მოაზროვნეების ერთ-ერთი მთავარი საკამათო საკითხია თუ როგორი ფორმის მიდგომა უნდა იყოს გათავისებული დასავლეთთან მიმართებაში. თანზიმათთან, დასავლურ ცივილიზაციასთან, ევროკავშირთან და ბოლო პერიოდში გლობალიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მცნებების სახელის ქვეშ წარმოებული დებატები არსებითად დასავლეთთან მიმართებაში ჩვენი საკუთარი თავის პოზიცირების შესახებ მთავრი კამათის გაგრძელებაა.

ამთემასთანდაკავშირებით  ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისდეკანის, პროფესორქუდრეთბულბულისშეფასებასგთავაზობთ... 

შეიძლება ვთქვათ, რომ ოსმალეთის ბოლო პერიოდის მოაზროვნეებმა დასავლეთის, დასავლური ცივილიზაციის თაობაზე სამი სხვადასხვა მოსაზრება შექმნეს. პირველის, რომელსაც შეიძლება მორჩილება ვუწოდოთ, ყველაზე ტიპიური მაგალითი იმ პერიოდის ჟურნალ İctihad-ის მფლობელის და მწერლის აბდულა ჯევდეთის მიდგომაა. ჯევდეთის აზრით, მხოლოდ ერთი ცივილიზაცია არსებობს და ისიც დასავლური ცივილიზაციაა. დასავლური ცივილიზაცია მისი ეკლებითა და ვარდებით უნდა იყოს მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია განადგურება.  

მეორე მიდგომას კი შესაძლოა უარის თქმა ვუწოდოთ. იგი მთლიანად ეწინააღმდეგება ყველაფერს დასავლურს და დასავლეთს თითქოს ყველა სიბოროტის მთავარ წყაროდ ასახელებს.

მესამე პოზიციას კი შესაძლოა ვუწოდოთ გონივრული ან თვითდაჯერებული მიდგომა. ამ პოზიციის დაჭერის დროს თვალს არ ხუჭავენ დასავლეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე. ამასთანავე დამორჩილებასა და უარყოფას შორის გონივრული პოზიცია ყალიბდება. დასავლეთის მიმართ სიბრაზემ დასავლეთის დადებითი მხარეების, საკუთარი უარყოფითის დანახვაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ამ პოზიციის ყველაზე კონკრეტულ გამოხატულებად შესაძლებელია დავასახელოთ პირველი მსოფლიო ომის წლებში ოსმალო საზდრაზამი საიდ ჰალიმ ფაშა. ფაშას აზრით, მომხდარის მიუხედავად საჭიროა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთად ცხოვრება და ერთმანეთის კარგად გაცნობა. იგი ამბობდა, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაში მხოლოდ დასავლეთი არ არის დამნაშავე, ამ შედეგში წვლილი აღმოსავლეთსაც მიძღვის. ფაშა აღნიშნავს, რომ Taassub-ის სახელწოდების წიგნის დაწერის მიზანი ამ ორ საზოგადოებას შორის არსებული მტრობის გაღრმავება კი არა, არამედ იმ მცდარი მოსაზრებების წარმოჩენა გახლდათ, რომელიც ხელს უშლის ამ ორ საზოგადოებას ერთად ცხოვრებაში.

მცდარი პოზიცირება და მისი შედეგები

ეს კამათი ისტორიაში ჩარჩენილი არ  გახლავთ. დღეს შესაძლოა უფრო მტკივნეულიც კი იყოს. გლობალიზაციის პროცესში, აღწერითი თვალსაზრისით ძველებურად ნათელი არ არის სად იწყება და მთავრდება აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. მსოფლიო უფრო მეტად გადაიხლართა ერთმანეთში. უკვე სულ უფრო ძნელია მსოფლიოსგან იზოლირებულად საკუთარ კულტურულ საზღვრებში დარჩენა. 

დღეს დასავლეთში მილიონობით მიგრანტი და მუსლიმი ცხოვრობს. შესაძლოა გავაგრძელოთ დებატები დასავლეთში მცხოვრებ საზოგადოებებზე, რადგანაც დასავლურ საზოგადოებებში მცხოვრები მიგრანტებსა და მუსლიმებზე საუბრისას საკითხის უკეთესად გაგებაა შესაძლებელი და უკეთესად არის შესაძლებელი მცდარი პოზიცირების მძიმე, დამანგრეველი შედეგების წარმოჩენა.

დღეს დასავლეთში მცხოვრებ მიგრანტებსა და მუსლიმებს შორის, ოსმალეთის ინტელიგენციას შორის შესაძლოა ვთქვათ, რომ საკმაოდ გავრცელებულია დამორჩილების და უარყოფის პოზიცია. დამარცხებულის პოზიცია ადამიანებში დამორჩილების ან უარყოფის რადიკალიზაციას იწვევს.

ავსტრალიის, კანადის, აშშ-ს მსგავს ქვეყნებში განსხვავებული კულტურის ადამიანები შედარებით უფრო თავისუფლად ცხოვრობენ. ამის გამო ამ ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტები და მუსლიმები იმ საზოგადოებების მიმართ, სადაც ცხოვრობენ უფრო ნაკლებად რეაგირებენ. შესაძლოა ამის გამოც უფრო სწრაფად ახდენენ ინტეგრაციას. ევროპაში კი უფრო მჩაგვრელი, ასიმილატორული პოლიტიკის გამო უფრო ხშირად იჩენს თავს დანებისა და უარყოფის მიდგომა.

უარყოფის პოზიციის კუთხით, საკუთარი იდენტობით და კუტურით დასავლურ ქვეყანაში არ მიღებულ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს იმ საზოგადოებებისა და ორგანიზაციების მთლიანდ უარყოფის მოსაზრება, სადაც ცხოვრობს. ასეთი რადიკალური ნაწილები გარკვეული დროის შემდეგ მთლიანად წყდება საზოგადოებას. ამის შემდეგ კი ამ ნაწილს აღარ რჩება პოტენციალი რაიმე შემატოს ქვეყანასა და საზოგადოებას. ადვილი ხდება ამ ნაწილის ტერორგანიზაციების მხრიდან შესაძლო გამოყენებაც. ამიტომ არის, რომ იშიდ-ის მსგავს ტერორგანიზაციებში ყველაზე მეტი ტერორისტი დასავლური ქვეყნებიდან წევრიანდება. ყველაფრის მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურ დეპრესიაში მყოფმა ამ ნაწილმა შესაძლებელია ტერორგანიზაციები მხსნელად დაინახოს. მაშინ როდესაც ამ ახალგაზრდებმა იციან ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა ენები, ზოგ მათგანს კარგი განათლებაც აქვს, იცნობენ ამ ქვეყნების კულტურას. სწორი პოზიციის დაკავების შემთხვევაში დასავლეთისთვისაც და იმ ქვეყნისთვისაც საიდანაც ჩამოვიდნენ, შეუძლიათ შუქურას როლი შეასრულონ, მცდარი პოზიციის დაკავების დროს კი ტერორგანიზაციებში მიდიან და იკარგებიან.

უარყოფის საპირისპიროდ დასავლეთში მცხოვრები მიგრანტები მცდარ დანებების პოზიციას ითავისებენ. ამ პოზიციის გათავისებაზე დიდი გავლენა აქვს სახელმწიფოს მიერ სხვა გამოსავალი გზის არ დატოვებას. ეს ადამიანები წარსულ მათ ფასეულობას, რწმენას, კულტურას მთლინად ივიწყებენ და ასიმილირდებიან. თავისუფლების სრულად დათმობის შემდეგ იკარგება მათ მიერ საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანის პოტენციალი. ევროპაში მცხოვრები ასიმილირებული მიგრანტები ზოგჯერ იმ საზოგადოების, კულტურასა და ქვეყნას მიმართ, საიდანაც ჩამოვიდნენ, უფრო რადიკალურ რეაქციას გამოხატავენ. ამ რადიკალურ პოზიციას თუ დასავალური ქვეყნების უფლებამოსილები წაახალისებენ, ეს ვითარება შესაძლოა დასავლური ქვეყნის და იმ ქვეყენის, საიდანაც მიგრანტია ჩამოსული, ურთიერთობების უფრო მეტად მოწამვლით დასრულდეს.

გონივრული პოზიცია კი რას მოგვიტანს? ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ * წერს  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული.

 


საკვანძო სიტყვები: გლობალური პერსპექტივა

მსგავსი ინფორმაციები