აქტუალური თემის ანალიზი 30

ევროპაში მზარდი ისლამოფობია

აქტუალური თემის ანალიზი 30

 

მართალია გერმანიაში NSU-ს ტერორისტული ორგანიზაციის საქმე ხუთწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასასრულს უახლოვდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ საქმისა მიმართ ეჭვები და გაურკვევლობა კვლავ რჩება. ყველას ეგონა, რომ ხსენებული ფაშისტური ტერ ორგანიზაციის საქმისგან ეს ქვეყანა და მისი მოსახლეობა კარგ გაკვეთილებს გამოიტანდა, მაგრამ, პირიქით მოხდა, გერმანიის ხელისუფლებაშიც და ხალხშიც ამ ხანებში იზრდება რასიზმიც და ისლამოფობიაც

გერმანიაში დასასრულს უახლოვდება ნაციონალური სოციალისტური იატაკქვეშა (NSU) ტერ ორგანიზაციის დასასრული, რომელსაც ბრალი ედება 10 მოქალაქის, მათ შორის 8 თურქის მკვლელობაში, ბომბიან თავდასხმაში და ბანკის ძარცვაში. მიუნხენის უმაღლეს საოლქო სასამართლოში 5 წელზე მეტია რაც გრძელდება დავა ამ საქმეზე და მთავარ ეჭვმიტანილ ბეტა ზშაპესთან ერთად ორგანიზაციისადმი მხარდამჭერი 4 ბრალდებული გასამართლდა.  მთავარ ეჭვმიტანილ ბეტა ზშაპეს სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:  

პროკურატურა და გერმანიის უსაფრთხოების ძალები მიიჩნევენ, რომ   NSU-ს ტერ ორგანიზაცია 3 კაცისგან შესდგება და ესენი არიან ბეტა ზშაპე, უვე ბოლნჰარდი და უვე მუნდლოსი. მათ 2011 წლის 4 ნოემბერს, ბანკი გაძარცვეს, მაგრამ, შემდეგ, ისინი იმ ქარავანში მკვდარი აღმოაჩინეს, რომელშიც ისინი იმალებოდნენ.

წამოყენებული ვერსიით, მათ სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლემ, თუმცა, ამ ვერსიამ მრავალი ეჭვი გამოიწვია. გასაკვირია ის მომენტიც, რომ NSU-ს დავის მთავარმა ბრალდებულმა ბეტა ზშაპემ მისი ორგანიზაციის მიერ გამოყენებული სახლი ჯერ დაწვა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი პოლიციას დანებდა.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ NSU-ს ტერ ორგანიზაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების სააგენტოსთან იყო დაკავშირებული, იმის ეჭვიც გაზარდა, რომ ამ საქმის ზოგიერთი საიდუმლო მხარე ამოუხსნელი დარჩა. განსაკუთრებით, გერმანიის შიდა დაზვერვის განყოფილების მხრიდან NSU-ს დავასთან დაკავშირებული 130 ფაილების განადგურებამ, გარანტიაზე აიყვანა ის ჭეშმარიტება, რომ NSU-ს უკან მდგარი სიმართლე არასოდეს გამოჩნდება. მართლაცდა, არც ამ საქმის მონაწილე ადვოკატებს სჯერათ, რომ NSU-ს ტერ ორგანიზაცია მხოლოდ სამი კაცისგან შესდგება

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ NSU-ს საქმე დასრულდა, არ გაიცა კონკრეტული პასუხი კრიტიკულ კითხვაზე, თუ საკონსტიტუციო დაცვის სააგენტომ, რეალურად რა იცის NSU- ს შესახებ.

NSU ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებმა თავდაპირველად ეჭვი დაზარალებულის ოჯახზე მიიტანეს და ყველანაირად უარყვეს რასისტული მკვლელობის შესაძლებლობა. ამან კი ხელფეხი გაუხსნა ორგანიზაციას და შედეგად 10 ადამიანი მოკლეს, მათგან 8 თურქი ეროვნების

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, გერმანიაში ამ ბოლო წლებში რასიზმი და ისლამოფობია იმდენად მასიური და პოპულარული გახდა, რომ რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამ AfD-მ, საზოგადოებრივ გამოკითხვაში ქვეყნის ყველაზე დიდ მეორე პარტიის ადგილი დაიკავა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასიზმმა და ისლამოფობიამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის პოლიტიკაშიც და მათ ინტერესებს გამოხატავს სწორედ AfD-ს პარტია

მაგრამ, არა მხოლოდ AFD-ს პარტია, არამედ ქრისტიან-სოციალისტებიც, რომლებიც არიან მთავრობის პარტნიორები, AFD-ს მსგავს ანალოგიური მიდგომას აჩვენებენ და ისინიც ქსენოფობიურ და ისლამოფობიურ მიდგომას იჩენენ. ასე რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად გერმანიის საზოგადოებაში, რასისტული და მტრული დამოკიდებულება ისლამური რელიგიის წინააღმდეგ  გაზრდილია.

ამ ყველაფერმა ყველაზე ნათელი გამოხატულება გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც იჩინა თავი, რომლის წევრებს წარმოადგენენ არა გერმანელი მესუდ ოზილი, ილქაი გუნდოღანი, სამი ხედირა, ლუკას პოდოლსკი, ჯერომე ბოტინგი და ა.შ. სწორედ AfD-ს პარტიის თავჯდომარემ, ალექსანდრე გაულანდმა განაცხადა პირველად, რომ ერს არ სურს ბოტინგის მეზობლად ცხოვრება.

თურქი ფეხბურთელების,  მესუდ ოზილის და ილქაი გუნდოღანის თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან გადაღებულმა სურათებმა კი გერმანიის საზოგადოების უკიდურესი რასისტული გაღიზიანება გამოიწვია, რის საპასუხოდ და პროტესტის ნიშნად მესუდ ილმაზმა გერმანიის ნაკრები დასტოვა. აი ასეთი ქსენოფობიური განვიტარებით მიიწევს გერმანია, წერს თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი

 



მსგავსი ინფორმაციები