ტრამპ-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია

ტრამპ-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია

1013779
ტრამპ-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით მისი ქვეყნის და რუსეთის თანამშრომლობამ ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ფინეთის დედაქალაქ,  ჰელსინკში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის  საერთო ინტერესების მისაღწევად, კონსტრუქციული დიალოგი კარგია, რომელიც როგორც აშშ-რუსეთის ასევე მსოფლიოს ინტერესებსაც მოემსახურება. მისივე თქმით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, იმ დონეზეა დაძაბული, როგორც არასდროს. ტრამპმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ მომავალში პუტინთან ხშირად გამართავს შეხვედრებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ პირისპირ შეხვედრაზე 2016 წელს რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხიც იქნა განხილული, მაგრამ მან მოსკოვის დაგმობისგან თავი შეიკავა. ამ საკითხის შეფასების დროს ტრამპმა,  რუსეთის მხრიდან 2016 წელს აშშ-ს არჩევნების შესახებ  წარმოებული გამოძიება „ტრაგედია“-დ შეაფასა.  

ტრამპმა პრესკონფერენციის დროს სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გაურკვეველია მაგრამ, აშშ-რუსეთის თანამშრომლობამ ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტრამპმა ირანის საკითხის შესახებ საუბრისას დასძინა, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება აუცილებელია. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის  შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ როგორც მან ასვე პუტინიც ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და თელ-ავივის უსაფრთხოების საკითხს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ.

 პრესკონფერენციის დროს აღნიშნული შეხვედრა პუტინმაც შეაფასა და დაამატა, რომ იგი მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. „ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა ყველასათვის ნათელია, მაგრამ ამის გამამართლებელი მიზეზი არ არსებობს, რადგან ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა.  ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ იდეოლოგიური ბრძოლის ზეგავლენის ქვეშაა. დღევანდელი ჩენი შეხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ ორივე ქვეყნის მეთაურს,  არსებული სიტუაციის გამოსწორება გვსურს. რუსეთი და აშშ ბირთვული იარაღის მფლობელი ორი დიდი სახელმწიფოა, ამიტომ გლობალურ მშვიდობაზე ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ლიდერმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ რუსეთი და ამერიკა ტერორიზმის და კიბერ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები