მეის კაბინეტი კიდევ ერთმა მინისტრმა დასტოვა

ამჯერად თავდაცვის შესყიდვები მინისტრი გადადგა

1013772
მეის კაბინეტი კიდევ ერთმა მინისტრმა დასტოვა

 

ინგლისში, თავდაცვის შესყიდვების მინისტრი გუტო ბებბი, მთავრობის  საბაჟო ტარიფების პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემის კვალდაკვალ გადადგა.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროექტის, ე.ი.  Brexit-ის შემდეგ, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან საბაჟო გადასახადის არ აღების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მცირე ხმებით გავიდა და ბებბიმ უარყოფითი ხმა მისცა რა ამ პროექტს, კენჭისყრის დასრულებისთანავე გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ბრექსიტის საკითხზე უთანხმოების გამო ამ ახლო ხანებში ინგლისის მთავრობა დასტოვეს ჯერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმართვაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა დავიდ დევისმა, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა



მსგავსი ინფორმაციები