იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

134 დაიღუპა, 50 დაკარგულად არის გამოცხადებული

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

 

იაპონიაში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 150-ს მიაღწია, ხოლო 50 კაცი კი დაკარგულად არის გამოცხადებული.

სტიქიამ ყველაზე მეტად,  ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა, თუმცა, უბედურება ასევე დაატყდათ თავს ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოს და ოკაიამას პრეფექტურებსაც. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ 73 ათასამდე მაშველია დასაქმებული და მათ 80 ვერტმფრენი ეხმარებათ.

ხელისუფლებამ წყალდიდობასთან მებრძოლო კომიტეტი შექმნა და ბიუჯეტიდან მათთვის 18 მილიონი დოლარი გამოყო. ქვეყანაში, ძლიერი წვიმების გამო, 19 პროვინციაში 6 მილიონამდე კაცის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

პრემიერმინისტრმა შინზო აბემ ამ ბუნებრივი კატასტროფის გამო გადადო ვიზიტები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში



მსგავსი ინფორმაციები