გლობალური პერსპექტივა 22

​​​​​​​დასავლეთი ახლა ზომიერ ისლამზე კამათობს

გლობალური პერსპექტივა 22

გლობალური პერსპექტივა 22.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

დასავლეთი ახლა   ზომიერ ისლამზე კამათობს

ზოგიერთი ცენტრები თუ ზოგიერთი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები,   გარკვეული პერიოდით სიმართლის გადასაფარად  მრავალნაირ  დეზინფორმაციებს  ავრცელებენ. სინამდვილეში კი ჩვენ კარგად ვიცით, რომ „მზე ლესვით ვერ დაიფარება“ ანუ,  დრო როცა მოვა, ყველა სიმართლე გამომჟღავნდება.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ნათელი მაგალითი „ზომიერი ისლამი“-ს შესახებ წარმოქმნილი კამათია. დასავლეთი  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გადასაფარად და დღის წესრიგის შესაცვლელად,  ხშირად აყენებს საკამათო თემად „ზომიერ ისლამს“.  დასავლეთი, მეორე მსოფლიო ომის წინ, საკუთარი თავის და კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველი საკითხების ნაცვლად, იუდაიზმის შესახებ კამათობდა. ახლა კი ნაციზმის და ფაშიზმის ნაცვლად „ზომიერი ისლამი“-ს შესახებ კამათობს.  300 ფრანგი ინტელექტუალი  ყურანიდან ზოგიერთი აიეთების იმ მიზნით ამოღებას ითხოვს, რომ თითქოს და ისინი „ძალადობას და ანტისემიტიზმ“-ს ქადაგებენ,  მაგრამ, იგივე ფრანგები,  აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან   იერუსალიმში გადატანის პროვოკაციას, ისრაელის მხრიდან პალესტინელების მიმართ მასიური მკვლელობების ჩადენას, დაღუპული ათობით და დაშავებული ათასობით პალესტინელის შესახებ,  დუმილის უფლება იყენებენ.

თუმცა ამაზე დიდი რასიზმი, ძალადობა, კაცობრიობის და ისლამის წინაშე ჩადენილი დანაშაული,  სხვა რა შეიძლება იყოს? თუ ისინი ზომიერ ისლამთან დაკავშირებით, რწმენის გამოყენებით ტერორისტული ქმედებების ჩამდენების წინააღმდეგ გამოსვლას ისახავენ მიზნად, მაშინ, არანაირი პრობლემა არა არის, ნამდვილი მორწმუნეებიც დაუჭერენ მხარს.  მაგრამ, კონცეპტუალიზაცია უნდა გაკეთდეს სწორად.

ბოლო დროს ასევე ქრისტიანების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტებიც გახშირდა მაგრამ. „ზომიერ ქრისტიანობა“-ზე არავინ საუბრობს.   ისრაელის მხრიდან გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად, ასევე პალესტინელების მიმართ ჩადენილ დანაშაულის მიუხედავად „ზომიერ იუდაიზმზე“ არავინ საუბრობს. პრაქტიკას თუ გადავხედავთ, მათი ზომიერი ისლამზე კამათი, ტერორიზმის წინააღმდეგ გამოსვლას სულაც არ ნიშნავს, იმიტომ, რომ  მიზანი მართლაც ტერორის წინააღმდეგ გამოსვლა რომ იყოს, უნდა იცოდნენ, რომ  ტერორს რელიგია და  წარმომავლობა არ გააჩნია.

მაშინ,  როდესაც იმპერიალისტური ძალები ახლო აღმოსავლეთში თავიანთი მიზნებისთვის იბრძვიან, ადგილობრივებს და მათ იდეოლოგიებს მსოფლიოს თვალში ყოველთვის დამნაშავედ აჩვენებენ. აღნიშნული გეოგრაფიის ადამიანები მათდამი კოლონიალიზმის მიზეზებს შეიძლება იკვლევენ, მაგრამ აუცილებელია გამოვლინდეს ყველა ის იმპერიალისტური ძალაც, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებლებზე აქვთ გავლენა.

თუ ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს, DEAŞ-ის, PKK-ს, PYD-ს ურთიერთობებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ რომელიმე დასავლურ ქვეყნის უშიშროების სამსახურებთან კავშირები აქვთ.

ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყნებში ზეწოლის პოლიტიკას არ აღიარებენ, რატომღაც ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ასეთ სისტემას უჭერენ მხარს.  დასავლეთ ქვეყნების უმრავლესობა, ახლო აღმოსავლეთში ისრაელის გარდა, არცერთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას არ უწყობენ ხელს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე მთავრობამ მრავალი მკვლელობები ჩაიდინა დასავლეთის ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვთ. ასევე მაშინ, როდესაც თურქეთში ქალთა უფლებების თვალსაზრისით არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით თურქეთმა ქალებს ეს უფლება უფრო ადრე მიანიჭა, ვიდრე მრავალმა დასავლურმა ქვეყანამ, მაინც ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ახლო აღმოსავლეთი ქვეყანაში, ან კიდევ ზოგიერთი სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიუხედავად მოსახლეობის უკმარისობისა, სახელმწიფოს სათავეში მყოფების მიმართ ხშირად ქება დიდებით შემოიფარგლებიან, მაგრამ თურქეთის და მისი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კი, ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი, მიუხედავად ხალხის მისდამი კმაყოფილებისა.

ზოგიერთი დასავლური ქვეყნები ზომიერად იმ ქვეყნების ლიდერებს მოიხსენიებენ, რომლებიც იმპერიალისტური ძალების მიერ ჩადენილ არასამართლიანი ქმედებების მიმართ დუმან. ხოლო მათ წინააღმდეგ გამომსვლელებს კი „რადიკალად“ მოიხსენიებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთის ზოგიერთი ცენტრები, ზომიერს თავიანთი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ მკაცრს, მუსლიმანების მიმართ კი დესპოტს და მოღალატეს მიიჩნევენ,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები