მოკლული პალესტინელების რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ებრაელი სამხედროების მიერ მოკლული პალესტინელების რიცხვი 60-მდე გაიზარდა

მოკლული პალესტინელების რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ებრაელი სამხედროების მიერ ღაზის საზღვარზე აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის საპროტესტო აქციაში მონაწილეებისათვის ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლული პალესტინელების რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული წერილობითი განცხადების მიხედვით, დაჭრილთა რაოდენობამ  2 ათას 770-ს გადააჭარბა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულებიდან 8 თვრამეტ წლამდე ასაკისაა, დაჭრილებიდან 225 ბავშვი და 86 ქალია.

პალესტინელები, რომლებმაც ღაზის საზღვარზე კარვები ააგეს, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის და ისრაელის დაარსების „ნეკბე“-ს 70-ე წლისთავის გასაპროტესტებლად „მილიონიანი მსვლელობის“ სახელწოდების აქციებს მართავენ.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო რომ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და მისი ქვეყნის თელ-ავივში მდებარე საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, ახალი საელჩოს შენობა გუშინ ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა.   

 


საკვანძო სიტყვები: პალესტინა , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები