ტრამპმა და მაკრონმა ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს

ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება

958277
ტრამპმა და მაკრონმა ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.

მასზე ტრამპმა უპასუხა რა ირანის ბირთვულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს, თქვა, რომ თუ თეირანი განაახლებს ბირთვულ პროგრამას, მაშინ, უფრო დიდი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდებიან.

ტრამპმა აქ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება "ძალიან ცუდი გარიგებაა" და "არასდროს არ უნდა გაფორმებულიყო ასეთი გარიგება".

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ არ სურს სირიაში დამარცხებული DEAS-ის ადგილი ირანმა დაიკავოს.

მან ასევე დასძინა, რომ საჭიროა ზოგიერთმა მდიდარმა ქვეყანამ რეგიონს  უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა სირიის კრიზისის საბოლოო მოგვარება მოხდეს.

"ამერიკამ 18 წელიწადში ახლო აღმოსავლეთში 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა და თითქმის არაფერი არ მივიღეთ, ამიტომ ახლა დადგა დრო, რათა ეს ხარჯები რეგიონის მდიდარმა ქვეყნებმა დაფარონ“ განაცხადა ტრამპმა.

მაკრონის თქმით კი, ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებაში არსებული ნაკლოვანებები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, ხოლო თუ ახალ შეთანხმებაზე იმუშავებენ, მაშინ, მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ რუსეთმა და თურქეთმაც



მსგავსი ინფორმაციები