აქტუალური თემის ანალიზი 16/2018

რას ნიშნავს აშშ-ს მიერ რეჟიმის სამიზნეში ამოღება?

აქტუალური თემის ანალიზი 16/2018

აქტუალური თემის ანალიზი 16/2018

რას ნიშნავს აშშ-ს მიერ რეჟიმის სამიზნეში ამოღება?

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სირიაში, რეჟიმის მიერ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების უცბად ამ რეგიონის მიმართ მიპყრობა გამოიწვია და აშშ-ს ლიდერობით რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ჩააყენა დღის წესრიგში. 14 აპრილის ღამეს კი ეს ოპერაციაც ჩატარდა.

აშშ-ს, ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია, მასშტაბურ ოპერაციაზე მეტად რეჟიმის „დასჯის“ ფორმით განხორციელდა. თუ თავად აშშ-ის შიგნით განხილვებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მასშტაბური ოპერაციის ჩატარება სურდა, თავდაცვის მინისტრი მატისი და პენტაგონი კი იმისათვის, რომ რუსეთთან ესკალაცია არ გამოეწვიათ, ვიწრო ოპერაციას ანიჭებდა უპირატესობას. როგორც გამოჩნდა, ოპერაცია მატისისა და პენტაგონის სურვილისამებრ ჩატარდა.   

სინამდვილეში ინგლისთან და საფრანგეთთან კოალიციის შექმნით აშშ-ს სამიზნეს რეჟიმის გავლით რუსეთის გავლენის არეალი და ირანთან ერთად მოქმედი შიიტი შეირაღებული სამოქალაქოები წამოადგენენ. ბოლოსდაბოლოს აშშ-ს სირიის რეჟიმის დამხობის მსგავსი განზრახვა არ აქვს. დიდი შესაძლებლობის მიუხედავად, აშშ-ს მიერ მასშტაბური ოპერაციის არ ჩატარება სინამდვილეში ამის ღია მაჩვენებელია. ობამას პერიოდში სირიაში და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში რუსეთსა და ირანს დიდი არეალი გაეხსნა, ახლა კი რუსეთის ამ არეალიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა და ირანის სირიაში გავლენის შეზღუდვა დგას დღის წესრიგში.

ისრაელისა და რეგიონის სპარსეთის ყურის ქვეყნების კუთხით ირანის შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რადგანაც ისრაელის, სპარსეთის ყურისა და თურქეთის კუთხით ირანის რეგიონში ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ მიუღებელ მასშტაბებს მიაღწია. აღინიშნება, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრების, ჰეზბოლასა და ირანის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული სამოქალაქოების რაოდენობამ სირიაში 60 ათასს გადააჭარბა. აშშ-მა ბოლო ოპერაციით ზოგიერთი მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზა დაბომბა, თუმცა საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ სამხედრო ოპერაცია შეზღუდულია. აშშ-ის ლიდერობით სამხედრო ოპერაციამდე ისრაელი აეროპორტ T4-ს თაოსნობით ირანის მიერ გამოყენებულ ბევრ ბაზას ბომბავდა.

აშშ-ს ლიდერობით სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ რუსეთისა და ირანის პასუხი მომდევნო დღეებში უფრო აშკარა გახდება. ასადის რეჟიმი, ირანის მომხრე შეიარაღებული პირები და რუსი დაქირავებული სამხედროები წინა თვეებში დეირ ეზ ზორის რეგიონში YPG-ს მიერ კონტროლის ქვეშ მოქცეულ ნავთობით მდიდარ ტერიტორიებზე შესვლას შეეცადნენ. აშშ-ს ლიდერობით საერთაშორისო კოალიციამ ამ მცდელობას მკაცრი პასუხი გასცა და საჰაერო ოპერაციით და საარტილერიო შეტევით ეს ელემენტები განდევნა. თუმცა აშშ-ს ლიდერობით ბოლო ოპერაციის შემდეგ რუსეთისა და ირანის დეირ ეზ ზორის ხაზზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება შესაძლებელია. ასეთ ვითარებაში კი YPG-ს მიერ კონტროლირებადი და თითქმის მთლიანად არაბებით დასახლებულ რეგიონში ნავთობის საბადოებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყოს.

თუმცა რუსეთისა და ირანის რეაქცია რაც არ უნდა იყოს, ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ბოლო ქიმიურმა შეტევამ საერთაშორისო საზოგადოების კუთხით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი რეჟიმის ლეგიტიმურობაზე კამათი კიდევ ერთხელ დაიწყო. რეჟიმის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის დასჯა მნიშვნელოვანია. თურქეთი რეჟიმის ჰუმანიტარული დანაშაულისთვის დასჯას კმაყოფილებით შეხვდა, თუმცა რუსეთსა და აშშ-ს შორის დიდი მასშტაბების დაძაბულობის წარმოქმნა მისთვის არასასურველი სცენარი იყო. რუსეთსა და აშშ-ს შორის თურქეთის შუამავლის როლის შესრულება, თურქეთის სირიის საკითხში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველზე აშკარა გამოხატულებაა. თურქეთის შუამავლობით აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური და სამხედრო არხები ისევ გაიხსნა და აშშ-ს მიერ რუსეთის მარიონეტულ ელემენტებზე ოპერაციის შემდეგ რუსეთმა ამ თავდასხმაზე პირდაპირი ჩარევა არ განახორციელა. ტექნოლოგიებისა და  თავდაცვის მრეწველობის განვითარების ბოლო მდგომარეობის გათვალისწინებით საერთაშორისო ძალების მიერ ერთმანეთზე პირდაპირ სამხედრო კუთხით შეტევა შეუძლებელი ჩანს. ეკონომიკურ და კიბერ შეტევებთან ერთად ომი მარიონეტულ ელემენტებზე ხორციელდება. აშშ-ს მიერ რუსეთის მარიონეტული ელემენტებზე შეტევის შემდეგ, საინტერესოა განახორციელებს თუ არა რუსეთი შეტევას აშშ-ს სირიაში მარიონეტ YPG-ზე


საკვანძო სიტყვები: ოპერაცია , სირია , აშშ

მსგავსი ინფორმაციები