სტოლტენბერგი ხვალ თურქეთს ეწვევა

მან ვიზიტის წინ, ბრიუსელში საინფორმაციო სააგენტო, “ანადოლუ აჟანსი“-ს (AA) ინტერვიუ მისცა

სტოლტენბერგი ხვალ თურქეთს ეწვევა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხვალ,  თურქეთში განსახორციელებელ ვიზიტის წინ, ბრიუსელში საინფორმაციო სააგენტო,  “ანადოლუ აჟანსი“-ს (AA) ინტერვიუ მისცა. სტოლტენბერგმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თურქეთი, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. „თურქეთი, ნატოს მრავალმხრივი მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორია. მე ნატოს წევრ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ,  თურქეთს უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.  ანკარაში ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.  ვიზიტის ფარგლებში მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ“,  განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანმა.



მსგავსი ინფორმაციები