აქტუალური თემის ანალიზი 14/2018

ანგლო-საქსონურ რუსული დაძაბულობა და თურქეთის მიერ ბალანსის ძიება

აქტუალური თემის ანალიზი 14/2018

აქტუალური თემის ანალიზი 14/2018

ანგლო-საქსონურ რუსული დაძაბულობა და თურქეთის მიერ ბალანსის ძიება

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ინგლისში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას, ნერვული გაზით მოწამვლის შემდეგ  ანგლო-საქსონურ ბლოკად ცნობილ აშშ და ბრიტანეთს და საერთოდ დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის სერიოზული დაძაბულობა წარმოიქმნა. ქვეყნებმა, რომლებმაც ინგლისის მითითებით განაცხადეს, რომ მომხდარის უკან რუსეთი დგას, აღნიშნულზე რეაქცია ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებით გამოხატეს. მთლიანობაში 25-მა ქვეყანამ მინიმუმ 140 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ კი ბრალდებები უარყო და სკრიპალთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტში ინგლისის სპეცდანიშნულების ძალები და ინგლისური დაზვერვა დაადანაშაულა. საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით გადახედვისას კი ჩანს, რომ ნატომ პირდაპირ რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაატარა. ნატოს წევრმა თურქეთმა კი მომხდარი დაგმო, თუმცა არც პირდაპირ რუსეთი დაადანაშაულა და არც სხვა ქვეყნების მსგავსად რუსი დიპლომატები გააძევა. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული სკრიპალის დაძაბულობა „ცივი ომის“ პერიოდს მოგვაგონებს, მსოფლიოს ახალ კონიუნქტურაში ცივ ომზე საუბარი შეუძლებელია. იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი მისი მომხრე სახელმწიფოებისგან ბლოკს შექმნის და დასავლური ბლოკის წინააღმდეგ ფრონტს გახსნის, რაციონალური ანალიზი ვერ იქნება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ, უკრაინის კრიზისით დაძაბულმა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებმა, ეკონომიკური ომის მასშტაბებამდე მიღწეულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ორ მხარეს შორის დაძაბულობა გაამწვავა. ბოლო, სკრიპალის ფაქტი, კი შეიძლება ბოლო წვეთად შევაფასოთ. თუმცა დასავლური სამყაროს შიდა წინააღმდეგობები და გერმანიის თაოსნობით ზოგიერთი ქვეყნის უფრო ზომიერი რუსეთის პოლიტიკა უნდა გავითვალისწინოთ.      

რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე თურქეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. თურქეთი რომელიმე მხარის მიმართ კომპრომისზე წასვლის გარეშე საკუთარი ეროვნული ინტერსების დაცვის პოზიციას ამჟღავნებს. სკრიპალის საკითში თურქეთი ნატოს ასპექტში დასავლელ მოკავშირეებთან სოლიდარობაშია, მაგრამ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან არ გაძევებით რუსეთთან დიპლომატიური დაძაბულობა აღკვეთა. ასევე თურქეთმა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ცერემონია პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გამართა. აქქუიუს ბირთვული სადგური 4 რეაქტორისგან შედგება და პირველი რეაქტორის 2023 წელს ამოქმედება იგეგმება. აქქუიუს ბირთვული სადგური მთლისნობაში 4800მვ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს და მას შეუძლია თურქეთის ელექტრო ენერგიაზე მოთხოვნილების 10%-ის დაკმაყოფილება.

ამასთანავე გრძელდება თურქული ნაკადის პროექტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მილსადენს რუსეთიდან თურქეთამდე , მეორე ეტაპზე კი ბალკანეთის ქვეყნებისაკენ გაიყვანენ. თურქული ნაკადი სხვა ენერგო პროექტებთან ერთად თურქეთის ენერგო ცენტრად გადაქცევის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუმცა თურქეთს თანამშრომლობის არა მხოლოდ რუსეთთან არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და აშშ-თანაც გაძლიერება სურს. რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400-ის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულების ხელმომწერი თურქეთი ამავდროულად ნატოს ქვეყნებთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთანავე თურქეთმა მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემის საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად წარმოებაზე წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა. თურქეთი ასევე საბრძოლო თვითმფრინავის F-35 -ის წარმოებაში აქტიური როლის მქონე ქვეყანაა. თუმცა თურქეთის ნატოს მოკავშირეებთან FETÖ-ს და PKK/YPG-ს თაობაზე დაძაბულობა გრძელდება. ამავდროულად რუსეთთან ყირიმის, უკრაინისა და გუტას საკითხზე პრობლემის მქონე თურქეთი დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს.


საკვანძო სიტყვები: თურქეთი , რუსეთი , ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები